LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი „ლელოს“ დეპუტატებს: „თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ!“

158
გურამ მაჭარაშვილი

„თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება“, – ამ სიტყვებით პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ლელოს” წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გარდა ამისა, მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს უთხრა, რომ ის არის „რუსეთის შემომყვანი“.

მეგრელიშვილი: „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

პარლამენტი „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს. პროექტს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს უჭერს.

პარლამენტის სხდომაზე, გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ პროექტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ხატია დეკანოიძემ იაგო ხვიჩიას „უზრდელი“ და „ნაგავი“ უწოდა

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

magti 5g