LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის აქ არის, დაბ­რუნ­და დიდი შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით“ – რას წერს ელენე ხოშტარიაზე თანაგუნდელი

235
ელენე ხოშტარია

„ის აქ არის, დაბ­რუნ­და დიდი შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით“, – წერს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „დრო­ას“ წევ­რი შუ­შა­ნა მა­ცა­ბე­რი­ძე და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

საქართველოში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკურ პროცესებზე, სოციალურ ქსელში პოსტი თავად ელენე ხოშ­ტა­რი­ა­მაც გამოაქვეყნა და დაწერა:

„ხვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია!რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არა ბექა ოდი­შა­რია!სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა! არა რუ­სულ მთავ­რო­ბას! PS აშ­კა­რად მეს­მის სა­გა­ნი, რო­დის წა­ვი­დე და რო­დის დავ­ბრუნ­დე“. – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, 13 მარტს პო­ლი­ტი­კოს­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ბოლო დროს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში სა­ჯა­როდ აღარ იყო ჩარ­თუ­ლი, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. 

„მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც საშუალებას არ მაძლევდა აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს.. მალე დავბრუნდები“ – ელენე ხოშტარია

magti 5g