ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც ფოტორეპორტიორები დააკავეს, ტელეკომპანიის ჟურნალისტები ღიად ვერ უჭერდნენ მხარს, რადგან მათ ემუქრებოდნენ :
„წლების განმავლობაში “რუსთავი 2” მხოლოდ ერთი პიროვნების ინტერესებს ემსახურებოდა. არ მაქვს ილუზია, რომ გვარამია მომავალში გამოსწორდება. ეს ის ადამიანია, რომელსაც ხალხის განცდა არასოდეს ადარდებდა და “მოდელირებული ქრონიკაც” სწორედ ამიტომ შექმნა. როდესაც ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაგვაკავეს, ტელევიზიის ჟურნალისტები შიშით ვერ გამოდიოდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, ემუქრებოდნენ არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, არამედ დაკავებით და ოჯახის წევრებზე ძალადობით. სხვათა შორის, “რუსთავი 2”-ში არაერთი მეგობარი მყავს, რომლებსაც ერთი ადამიანის ბრძანებებზე სიარული დიდი ხანია მოჰბეზრდათ“, – აცხადებს აბდალაძე.