LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეები გრძელდება – ონლაინ ფორმატში ამჯერად კახეთის რეგიონის მოსწავლეებისათვის გაიმართა

110
BeFunky-collage (1)

ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის 3 თებერვალს ღია კარის დღე გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა. დეტალური ინფორმაცია 2021 წლის გამოცდების შესახებ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

აბიტურიენტთა უკეთესად ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება ნოემბრის თვიდან დაიწყო. ონლაინ შეხვედრა უკვე გაიმართა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, ქუთაისისა და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს გაეცნონ ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge

მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.

magti 5g