LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრეშუმის წარმოებასა და რეაბილიტაციაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება

963

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ლუ ძიენ ჭუნგმა საპარტნიორო ფონდს აბრეშუმის გზის საერთაშორის სავაჭრო პალატის ელექტრონული პლატფორმის შექმნა შესათავაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული განსაკუთრებული პროდუქტის პოპულარიზაცია.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს,  საქართველოს აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ეწვია.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი და ჩინეთში ღვინის ექსპორტის კონცეფცია წარუდგინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აბრეშუმის წარმოებისა და რეაბილიტაციის პროექტს. ასევე, საქართველოს უპირატესობას ამ მიმართულებით. საქართველო, იმ უიშვიათესი ქვეყნების რიცხვშია, სადაც აბრეშუმის უძველესი ნიმუშებია შემონახული.

ამასთან,  შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა ინიციატივა გუანჭოუს აბრეშუმის გზის კომერციულ საგამოფენო ცენტრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური სტურქტურების გვერდით საპარნტიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.  აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა დიდ ინტერესს გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესახებ და მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამყარებას და „აბრეშუმის გზისა“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სტრატეგიული პროექტების განვითარებას.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მოძიების სხვადასხვა მოდელებზე ისაუბრეს.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები