LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსოლუტურად ყველა ორგანოს, რა თქმა უნდა გააჩნია თავისი ზღვარი – სპეციალისტები კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ

108
მაია კაშია

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის საგანგაშოდ მზარდ მაჩვენებელზე საუბრობენ მედიკოსები.

სპეციალისტების აზრით საჭიროა მკაცრი ზომების მიღება.

“რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება ითქვას კატასტროფულად გაუარესებულია.” – მაია კაშია

იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთა სტატისტიკა არსებული ტემპით განაგრძობს ზრდას, ექიმები ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს არ გამორიცხავენ.

ეპიდემიოლოგ მაია კაშიას განცხადებით, თუ არ მოხდება ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და რეგულაციების დაცვა, “სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ საკმაოდ ცუდი პროგნოზები შეგვიძლია ვივარაუდოთ.”

ამ დროისთვის კი, მთავარ მოწოდებად ისევ რჩება COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება და არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა.

“თუ ჩვენ ვერ შევძლებთ და ამ ეპიდმდგომარეობას შეძლებისდაგვარად ვერ ვმართავთ ზამთრის სეზონისთვის, რა თქმა უნდა ის თავის მხრივ გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, საწოლფონდის შევსებას, რადგან აბსოლუტურად ყველა ორგანოს, რა თქმა უნდა გააჩნია თავისი ზღვარი,” – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაია კაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g