LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში „ომიკრონის“ 4 შემთხვევა დაფიქსირდა – როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

108
omikron

აჭარაში „ომიკრონის“ ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ „ფორტუნას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ოთხივე პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ოთხივე ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია. სამი მათგანი მკურნალობას ბინაზე გადის, ხოლო ერთი მათგანი, რომელიც ვაქცინირებული არ იყო, კოვიდსასტუმროში მკურნალობს.

მის შემთხვევაში რეინფიცირება დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი მსუბუქად მიმდინარეობს

“ომიკრონით” ინფიცირებულებიდან 6-ს უკვე გადატანილი ჰქონდა კოვიდი: ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე – “ომიკრონი” ვაქცინირებულებს ბევრად იოლად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g