LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება მოიმარაგეს – გათბობის ბევრად მომგებიანი გზა

228
A-woman-warming-her-hands-009

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა მთელი ზამთრის სამყოფი, 42 ტონა, შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება უკვე მოიმარაგა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს რათა შეშის ალტერნატიული საშუალების პოპულარიზაცია მოახდინოს მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში და პროექტში მალე ყველა ოჯახი იყოს ჩართული.

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მაცხოვრებელთა ბიომასით მომარაგება 2016 წლიდან დაიწყო UNDP_GEF პროექტით, და პირველ წელს 11 ოჯახი ჩაერთო. მას შემდეგ პროექტი მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის კოორდინაციით გრძელდება. ადმინისტრაცია ახდენს თხილის ნაჭუჭის შემოტანას ხეობაში, ხოლო შიდა ტრანსპორტირება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით ხდება.

დღეის მდგომარეობით, 5 წლის განმავლობაში, შემოტანილია 405 ტონა თხილის ნაჭუჭი, რითიც 151 ოჯახი მომარაგდა. თხილის ნაჭუჭის შემოტანის პროცესი, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შეშის ალტერნატიული საშუალებით ჩანაცვლებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, და სულ უფრო მეტი ოჯახი ერთვება აღნიშნულ პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g