LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო

100

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო. მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა ავტოპარკის ყველა სატრანსპორტო საშუალებას პრესსამსახურების თანამშრომლებმა უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები დააკრეს. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვა.

ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.

https://www.youtube.com/watch?v=89-YQ77WS08&feature=youtu.be

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები