LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს

123
დავით გაბაიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ დავით გაბაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით, მოტივაცია ერთადერთია, არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა ის დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს.

აქ სიტყვა „კლანი“ არ არის ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენო. თორნიკე რიჟვაძის მოსვლამდე ვიყავი თავმჯდომარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არა მგონია სწორი იყოს.

ამ ეტაპისათვის, ბუნებრივია რაღაც პერიოდი უმაღლეს საბჭოში მომიწევს ყოფნა, ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო.

ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. ყველა ღირსეულია, გუნდმა უნდა გააკეთოს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, – განაცხადა გაბაიძემ.

ცნობისთვის, დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g