LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოსთან: დაკავებულია 7 აქტივისტი

83
dakaveba-dd-2

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ. “მონობა ტეხავს” – ამ წარწერებით გაფორმებული პლაკატი, შეკრებილმა აქტივიცტებმა საბჭოს შენობაზე გააკრეს.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ მათი მხარდამჭერი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ “ფორტუნამ” შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა.

როგორც უწყებაში განვიცხადეს, ამ დროისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე,  დაკავებულია 7 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები