LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამის დამკვეთებს არ მოსწონს ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებენ და თავდასხმა გადაწყვიტეს“ – ენმ-ის წევრი მასზე თავდასხმის გამო საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

144
გიო კირთაძე

„ამის დამკვეთებს არ მოსწონს ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებენ და თავდასხმა გადაწყვიტეს, ასეთი ფორმით“, – აღნიშნულის თაობაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ვიღაცამ კვერცხი თუ ესროლა, ეს არ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრა, სახელმწიფო აპარატმა, უშიშროებამ 2 კვერცხი იყიდა, გამვლელს მისცა და სთხოვა კირთაძისთვის ესროლა: გია ვოლსკი

„დღეს დილით სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი მოვიდა სახლში და მითხრეს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მოვსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, მე არც გუშინ მითქვამს განსაკუთრებული არაფერი გამოკითხვაზე პოლიციის მთავარ სამმართველოში. რაც კადრებში ჩანს ესაა.

აღნიშნულ ადამიანს არა თუ მე, არამედ არცერთი ჩემი ნაცნობი არ იცნობს. რადგან მთხოვეს, მოვედი და მივცემ ჩვენებას, ამდენი ხნის განმავლობაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს, უხერხულია.

პოლიციის განყოფილებიდან 100 მეტრში, „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში არც ისე ცოტა ხანს გრძელდებოდა ჩემზე და ჟურნალისტზე თავდასხმა. ეს პოლიტიკური ქმედებაა ცალსახად.

ამის დამკვეთებს არ მოსწონს ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ რეჟიმს აპროტესტებენ და თავდასხმა გადაწყვიტეს, ასეთი ფორმით. ეს ადამიანი მარტო არ იყო, რაც დაფიქსირებულია.

„ბედავენ და ადამიანს ქალაქის ცენტრში უშენენ კვერცხებს, მაშინ როდესაც ბრეგაძე მშვიდად დგას და პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას გვიკითხავს“: ნიკა მელია

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტიპის იდენტიფიცირება რატომ გაუჭირდა? მაშინ გვითხრას ბიძინა ივანიშვილმა ქალაქის ის ქუჩები, სადაც განსხვავებული აზრის მქონე პირებმა გაიარონ – გვითხრას ეს და არ გავივლით ამ ქუჩებზე.“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს

პოპულალურები