აჩი ფურცელაძე რუსეთში კარიერას იწყობს. ჯერ „ვოისში“ გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულადაც, შემდეგ კი პროდიუსერებმა რუსული „პირველი არხის“ კიდევ ერთ მეგაპროექტში მიიწვიეს, რომელიც „X ფაქტორის“ ანალოგი გახლავთ და „მთავარი სცენა“ ჰქვია.
ამჟამად პროექტის მეორე სეზონი მიმდინარეობს. ჟიურის წევრებს შორის ვალერი ლეონტიევი, ვლადიმირ პრესნიაკოვი და დიანა არბენინა არიან. აჩი ფურცელაძემ მეოთხედფინალში მოსახვედრად ძალები არ დაიშურა და საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა ცნობილი სიმღერა „У природы нет плохой погоды“.
შესრულების შემდეგ აჩიმ დარბაზისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო ჟიურის წევრებისგან საქებარი სიტყვების მთელი კორიანტელი. ერთ-ერთმა მას უთხრა: „აჩი, რეალურად ძალიან მაგარი ხარ…“ ვალერი ლეონტიევის თქმით, მან ვითარება, რომელიც წინა შეჯიბრების დროს შეიქმნა, შესანიშნავად განმუხტა და ჟიურის წევრები საუკეთესო ხასიათზე დაააყენა, ხოლო ვლადიმირ პრესნიაკოვის შეფასებით, ქართველმა შემსრულებელმა ბევრი დადებითი, პოზიტიური და ვაჟკაცური მუხტი აჩუქა მათ…