ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მისი ოჯახის ტრაგედიაზე ფეისბუქში წერს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მამიდამისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო.
საბოოლოოდ კი ვერ მოასწრო…
“არ სრულდება ტრაგედიები ოჯახებში, კოვიდი ყოველდღე აუბედურებს ოჯახებს, დედებს, მამებს, შვილებს, დებს, ძმებს.
მამიდაჩემი, რომელმაც აცრის გაკეთება რამდენჯერმე გადადო და საბოლოოდ ვეღარ მოასწრო, დღეს დილით გარდაიცვალა. ვერ გაუძლო და სუნთქვა შეწყვიტა.
აიცერით ადამიანებო გთხოვთ.” – წერს მარიამ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.