LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Acura და Honda ახალ კროსოვერებს დაამზადებენ

81

უცხოური ტაბლოიდების ცნობით, კომპანია Honda/Acura ახალ კროსოვერებს დაამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იქნება კომპაქტური კროსოვერების ახლაი თაობა, რომელიც სპეციალურად იაპონიის ბაზრისთვის შეიქმნება.

არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, Acura-ს კროსოვერი CDX სახელით იქნება წარმოდგენილი. საინტერესოა ისიც, რომ 2103 წელს შანხაის ავტოსალონზე სწორედ ამ ბრენდის სახელით წარსდგა მომხმარებლის წინაშე იდუმალი კროსოვერი X-ი და სრულიად სავარაუდოდა, სწორედ ეს იდუმალი ავტომობილი გახდება CDX-ის საბაზისო მოდელი.

რაც შეეხება Honda-ს, კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია ახალი კროსოვერის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც ჩინეთში გაიმართება. ახალი მოდელის საბაზისო მოდელი Concept D გახდება, რომლის პრეზენტაციაც 2015 წელს შედგა.

ახალი ავტომობილი სახელწოდება, გავრცლებული ინფორმაციის თანახმად UR-V იქნება და სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სახელით გამოჩნდება სერიულ წარმოებაში კომპანიის მიერ დამზადებული უახლესი ატმოსფერული ძრავი, რომლის კუბატურაც 2,4 ლიტრი იქნება…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები