Acura-მ 7 ადგილიანი კროსოვერი გააუმჯობესა. მოდელმა MDX-მა ტექნიკურ განახლებასთან ერთად სპორტული მოდიფიკაცია A-Sec-ც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ყველგანმავალმა ბოლო განახლება გასული წლის გაზაფხულზე მიიღო. აკურას ძრავი ისევ ისეთი დარჩა, მას 3,5 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ჰიბრიდული აგრეგატი აქვს და 257 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სისტემას სტარტ-სტოპიც აქვს დამონტაჟებული, რაც ძრავს ბევრად სწრაფად ამუშავების საშუალებას აძლევს. მოდიფიცირებულმა კროსოვერმა ბევრად უფრო აგრესიული ვიზუალიც მიიღო და სალონიც უფრო მიმზიდველი გახდა. გარდა ამისა, მოდელის ძარა 4 სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი და ფერები წინა პანელთან იქნება შეხამებული.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი აკურას გაყიდვა შტატებში უკვე დაიწყო და მისი ფასი 44,3 ათასი დოლარია. რაც შეეხება ჰიბრიდულ ვერსიას, დილერებთან ის აგვისტოს თვიდან გამოჩნდება.