LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Acura-მ ახალი სუპერქარი წარმოადგინა

25

კომპანია Acura-მ ახალი კუპის NSX GT3-ის რალის ვერსიის ფოტოები წარმოადგინა, რომელიც მთლიანად ნახშირბადის ”გაუფორმებელი” ექსტერიერითაა წარმოდგენილი. ავტომობილი ჯერ კიდევ მარტში, ნიუ-იორკის მოტორშოუში იყო ნაჩვენები.

ამ ეტაპისთვის, ავტომწარმოებელი განაგრძობს NSX-ის რალის ვერსიაზე მუშაობას. ახალი ,,ლამაზმანის” ტესტირება რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება. როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. შესაძლოა ავტომობილის საცდელი ჩვენებები ევროპის რომელიმე ქვეყანაშიც ვიხილოთ.

სავარაუდოა, რომ ავტომობილზე მუშაობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება, ხოლო საჯარო ჩვენებისთვის 2017 წლისკენ გამოვა.

ჰიბრიდული მოწყობილობისგან განსხვავებით, რომლითაც NSX-ის სტანდარტული ვერსია იყო აღჭურვილი, მოდელის ეს მოდიფიკაცია მიიღებს ტვინ-ტურბო, ექვსცილინდრიან ძრავს, რომლის ტევადობაც 3.5 ლიტრით განისაზღვრა.

ავტოექსპერტების აზრით, ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი ამ გასაოცარი სუპერქარის ფასი, საკმაოდ მაღალი იქნება და მისი ღირებულება იმერყევებს 156,000-დან 206.000-ს აშშ დოლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები