LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცვია ლურჯი შორტი და ლურჯი მაისური“ – ოზურგეთში 48 წლის მამაკაცს ეძებენ

188
გიორგი რეხვიაშვილი

მეორე დღეა ოზურგეთში 48 წლის გიორგი რეხვიაშვილს ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ დაკარგულის მეუღლემ განუცხადა, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პოლიცია:

„გუშინ, 15:00 საათის შემდეგ რომ გავიდა სახლიდან, აღარ მოსულა. ასე შვრება ხოლმე – რამდენიმე საათით გადის [შშმ პირია], თუმცა ბრუნდება ხოლმე, ხან მირეკავენ, მეუბნებიან სადაც არის და ვაკითხავ. ახლა დამნახავიც არავინ არის, ისიც არ ვიცით, სად ვეძებოთ.

პოლიცია ჩართულია და მთელი რაიონის მასშტაბით ეძებს. აცვია ლურჯი შორტი და ლურჯი მაისური“, – უთხრა „ფორტუნას“ ირმა ლომინეიშვილმა.

გიორგი რეხვიაშვილის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ.

„ვეძებთ 48 წლის მამაკაცს. გიორგი (გია) რეხვიაშვილს, შშმ პირს. აცვია შორტი და მაისური. მეტყველებს, იცის პირადი ინფორმაცია, სახელი, გვარი, მისამართი და ა.შ. გთხოვთ, თუ სადმე შეამჩნევთ, შეგვატყობინეთ 595951379“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვეძებთ !!! ვეძებთ 48 წლის მამაკაცს.გიორგი(გია) რეხვიაშვილს, შშმ პირს.აცვია შორტი და მაისური.მეტყველებს ,იცის პირადი ინფორმაცია,სახ,გვარი.მისამართი და ა.შ.გთხოვთ თუ სადმე შეამჩნევთ შეგვატყობინეთ 595951379

Posted by ქე თი on ორშაბათი, 29 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g