„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.
ზალკალიანმა და კინზინგერმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრეს.
„მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან ამერიკაში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინაში. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია.“ – წერს კინზინგერი.
Had a great meeting with @DZalkaliani, Georgia’s new ambassador to the US. Lots to discuss, but especially the unprovoked war against #Ukraine. Georgia is an important ally and bulwark against #Russia pic.twitter.com/QGBTywRbB2
— Adam Kinzinger????✌️ (@AdamKinzinger) June 8, 2022