LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები: პრემიერი

122
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია.

„ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. არა მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანია, ვინც აქციაზე გამოვიდნენ.

ეს ადამიანები გამოვიდნენ აქციაზე ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ?! მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას. როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის ხალხს, ეს ამორალურია, მით უმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

პირიქით, მათ ყოველდღიური მმართველობა საქართველოს ევროპას აშორებდა. ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ, არანაირი რეალური ხელშესახები შედეგი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები