LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები რობოტების წინააღმდეგ : პარალელური პარკირება

65

უძველესმა ამერიკულმა ავტოკლუბმა AAA გამოამზეურა საინტერესო შედეგები ბრძოლიდან ადამიანებსა და რობოტებს შორის პარალელურ პარკირებაში. ავტოკლუბმა ექსპერიმენტში ქვეყანაში დაშვებული ხუთი ავტომობილი : Lincoln MKC, Mercedes-Benz ML400, Cadillac CTS-V Sport, BMW i3 და Jeep Cherokee Limited გამოიყენა. მოდელები, ულტრათანამედროვე კოპლექტაციიდან გამომდინარე, სპეციალურად შეირჩა.

„ხელოვნური ინტელექტი“ ხუთ ყველაზე გამოცდილი მძღოლს დაუპირისპირდა პარალელური პარკირებაში. საბოლოო ჯამში, ექსპერიმენტმა ასეთი შედეგი აჩვენა: ავტომატური გადაცემათა სისტემის მქონე ავტომობილებმა 81%-ით ნაკლები შეცდომა დაუშვა პარკირების დროს, 47%-ით შეამცირდა საჭის მოძრაობა და 10%-ით ნაკლებ დროში შეძლო პარკირება, რითაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილები დაჯაბნა.

როგორც ავტოკლუბის AAA წარმომადგენლები ამბობენ, ექსპერიმენტმა ნათლად დაგვანახა ის ფაქტი, რომ თანამედროვე „ხელოვნური ინტელექტი“ უფრო დიდი სიზუსტით გამოირჩევა, ვიდრე ადამიანის გონებას წარმოუდგენია და სწორედ ამით ხსნიან იმ ფაქტსაც, რასაც საავტომობილო ბაზარზე, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილების  დომინირება ჰქვია. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მოთხოვნა მათზე, ყოველწლიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები