LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები, რომლებიც სანამ ცოცხალი ხარ, აუცილებლად უნდა ნახო!!!

27

ჩვენი პლანეტა საოცარი ადგილებითაა სავსე და ყველა მათგანის ნახვა ალბათ შეუძლებელიც კია. თუმცა, გამოცემა “Bright Side” შეეცადა ის დანიშნულებები შეერჩია, რომლებიც სანამ ცოცხალი ხარ აუცილებლად უნდა ნახო.

რეიტინგის პირველ პოზიციას იაპონიის აყვავებული ბაღები იკავებენ – ანუ, იაპონური გაზაფხული, რომელიც საკურას სურნელებითაა გაჟღენთილი.

არანაკლებ ჯადოსნური სანახაობა გელით, თუკი მაჩუ-პიკჩუს მიაკითხავთ. ეს არის ცაში გამოკიდებული ზღაპრული ქალაქი, რომელიც ინკებმა ჯერ კიდევ 600 წლის წინ ააშენეს. ხედებით ტკბობის შემდეგ კი აუცილებლად საფარიში უნდა წახვიდეთ და ჟირაფები უნდა გამოკვებოთ.

მოგვიანებით კი კანადას ეწვიოთ და კრისტალურად სუფთა მორაინეს ტბას გადახედოთ.

დაბოლოს, ისლანდიაშიც უნდა შეიაროთ და  ჩრდილოეთის ციალი ნახოთ. მიღებულ შთაბეჭდილებებს კი მართლაც ვერასდროს დაივიწყებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები