LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილები, სადაც საახალწლო გარევაჭრობა განხორციელდება უკვე ცნობილია (ვიდეო)

47

დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, დედაქალაქის მერიამ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა ქალაქის მასშტაბით შესაბამისი ლოკაციის გამოყოფა, სადაც 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით შესაძლებელი იქნება საახალწლო გარევაჭრობა. მერის მოადგილის განცხადებით, ამ ლოკაციებზე შესაბამის უსაფრთხოებას და ზედამხედველობას მერიის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების შესაბამისი სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად უზრუნველყოფენ.

საახალწლო გარევაჭრობა შესაძლებელი იქნება:

გლდანი-ნაძალადევში:
მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია;
მარატ ნოზაძის ქუჩა.
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მიკრორაიონი.
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი.

დიდუბეში:
დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა.
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები.

ვაკე-საბურთალოზე:
დელისის მეტროს მიმდებარედ; მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ.
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქ.
სპორტის სასახლის მიმდებარედ

ისანი-სამგორში:
ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ:
მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ;
ვარკეთილი: ვ კუპრაძის ქუჩა, N10 (სვანების ბაზრობის მიმდებარედ);
მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g