LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილი აქვს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულად დამახინჯებას

86

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პრესამსახურში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულად დამახინჯებას.

”სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება – სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთეს მდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g