“ახალი ოქმები , სადაც მმართველი პარტიის საზიანოდ არის მონაცემები – ასე დაიწყო ბრიფინგი უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძემ თავდაპირველად წარმოადგინა პრეზენტაცია. სლაიდებზე ასახული იყო ეგზიტპოლების, პარალელური დათვლისa და ცესკოს ბოლო მონაცემები.
მან დეტალურად ისაუბრა, რა შედეგები ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის “ქართულ ოცნებას”. შედარებული იყო “მთავარი არხის”, “ფორმულას” და “იმედის” შეკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები.
გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა ოქმები და თქვა, რომ ისინი ukve შესწორებულია.
“ასეთი ოქმების რაოდენობა , სამწუხაროდ, არის ათეულობით. ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომებს. ეს ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ეს მოხდა ყველა წინა არჩევნებზე. ეს არის მიღებული პრაქტიკა” – ამბობს მდინარაძე.
