რუსული ფეხბურთის იზოლაცია გრძელდება.
adidas-მა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა.
მხარეები 2008 წლის შემდეგ თანამშრომლობდნენ. მაშინ გერმანელებმა 10-წლიანი შეთანხმება შეთავაზეს ფანტასტიური პირობებით – ამ პერიოდში სასპონსორო გარიგება 100 მლნ ევროზე მეტი იყო.
გასული წლის ბოლოს კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა.
14-წლიანი თანამშრომლობისას „ადიდასმა“ რამდენიმე ფორმა შექმნა.
მოგეხსენებათ, ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და რუსეთის ნაკრები გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიყა. უეფამ კონტრაქტი გაწყვიტა „გაზპრომთანაც“.