LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადიდასი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა: ლიტვამ გააპროტესტა და ახალი ტანსაცმელი მოაშორებინა

51

Adidas-მა საბჭოთა სიმბოლიკიანი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, მაგრამ ლიტვის საგარეო უწყების უკმაყოფილების გამო მოაშორა.
ყველაფერში დამნაშავე „იმპერიული სიმბოლოებია“.

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ „ადიდასმა“ გამოუშვა კოლექცია სსრკ-ს წარწერით და გერბით და ლიტველების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა.

ამოვიდა ყელში ეს „იმპერიული ნოსტალგია“, რომელიც ჯერ ისევ გვხვდება. გასაკვირია ასეთი რამის „ადიდასთან“ ნახვა“, – წერია სამინისტროს ტვიტერზე.

ტანსაცმლის ხაზი მოიცავდა რამდენიმე მაისურს და ქალის კაბას, თუმცა ახლა მათი შეკვეთა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში კოლექცია „ადიდასის“ საიტის ამერიკული ვერსიიდან ამოღებულია.

 

კომპანიის განმარტებით, დიზაინი 1991 წლის საბჭოთა ფორმის შთაგონებით დამზადდა.

ლიტვაში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კომუნისტური სიმბოლოების (ნაცისტურისაც) დემონსტრაციულად გამოყენებას. ჯარიმა 300 ევროა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები