Victoria’s Secret-ის „ანგელოზებმა“, ალესანდრა ამბროსიომ და ადრიანა ლიმამ მონაწილეობა მიიღეს ბრენდის ახალ სარეკლამო კამპანიაში.
მარკის წარმომადგენლებმა ამჯერადაც აქცენტი სექსუალობაზე გააკეთეს და მასში მეტი პროვოკაცია ჩართეს: „ყოველი სექსუალური დეტალის აღქმა“ – ასეთია კამპანიის სლოგანი.
ლამაზმანებმა ბრენდის ულამაზესი თეთრეული მოირგეს. ლიმამ აქცენტი შავი ფერის გამჭვირვალე ბოდეებზე გააკეთა, ამბროსიომ კი კრემისფერი მაქმანებიანი საცვალი და ბიუსტჰალტერი მოირგო. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მათგანი იდეალურად გამოიყურებოდა, ფოტოები კი სექსუალური და თვალისმომჭრელი გამოვიდა.ფოტოები