LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმამ იდეალურ ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა

72

35 წლის ადრიანა ლიმას სხეული მშობიარობამდეც და მშობიარობის შემდეგაც უნაკლოდ გამოიყურება, რაც მილიონობით ქალის შურის საგანი მუდმივად ხდება. ამ დღეებში ადრიანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია.

მოდელი ბერძნულ კუნძულ მიკონოსზე ისვენებს და ბუნებრივია, ის პაპარაცების ობიქეტივში მოხვდა.

იდეალური სხეულის საიდუმლოდ თავად ლიმა სწორ კვებას ასახელებს: „ვცდილობ, დაბალანსებულად ვიკვებო. მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თვალი ვადევნოთ საკვების პორციას. საკვები – ენერგიის წყაროა და ის ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის საშუალებას მაძლევს სულ ტონუსში ვიყო.

კიდევ მყავს ორი შვილი და ისინი ყველაზე მეტად მეხმარებიან ფორმაში ვიყო. ერთ საიდუმლოს გეტყვით: სახლში მაქვს ლახტი, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მასზე ვხტუნაობ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები