LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრიანა ლიმამ წარსული დიდება დაიბრუნა და კვლავ ბრწყინავს – 43 წლის „ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზის“ იშვიათი გამოჩენა

311
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, გლამურული გალა-ვახშამი გაიმართა. მას უამრავ ვარსკვლავთან ერთად დაესწრო „ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზი“, ადრიანა ლიმა, რომელიც საზოგადოების წინაშე საკმაოდ იშვიათად ჩნდება. მას თან მეგობარი მამაკაცი ანდრე ლამარი ახლდა.

43 წლის მოდელს აბრეშუმის შავი კაბა ამშვენებდა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ლიმას გარეგნობაზე ბოლო პერიოდში საოცრად ბევრს საუბრობენ.

ის რამდენიმე თვის წინ ძალიან შეცვლილი ვიზუალით გამოჩნდა, რაც სავარაუდოდ წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის გამო მოხდა. თუმცა, ამჯერად ლიმამ წარსული დიდება დაიბრუნა და ახლა ის კვლავ სრულყოფილად გამოიყურება.

ადრიანა ლიმამ ფილერი დაიშალა, წონაში დაიკლო და კვლავ „ვიქტორიას სიკრეტის“ ანგელოზს დაემსგავსა

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, „ვიქტორიას სიკრეტის ანგელოზი“ ადრიანა ლიმა მაკიაჟის გარეშე სეირნობს

ადრიანა ლიმა პლასტიკური ოპერაციების გამო კრიტიკას კიდევ უფრო შეცვლილი იერით პასუხობს – მოდელის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები