სიახლე ჩინური სოციალური ქსელისგან TikTok – რეკლამის გარეშე ვიდეოს ნახვა ყოველთვიურად $4.99 დაგიჯდებათ. აღნიშნული შეთავაზება ტესტირების რეჟიმშია, თუმცა ამერიკულ ონლაინ გამოცემას Techcrunch მისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატაცებაში ეჭვი ეპარება.
შეგახსენებთ, რომ კონტენტის ურეკლამოდ გაცნობის შესაძლებლობა, ყოველთვიურად გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, უკვე აქვთ YouTube-სა და X-ს (ყოფილი Twitter) მომხმარებლებს.