LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – ფოთში დაკავებული პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა, მას კანონი ამის უფლებას აძლევს

68

ფოთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.

ჯანაშიას ინფორმაციით, ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ახალგაზრდა მამკაცმამისი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა.

ადვოკატი მიიჩვევს, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.

დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. იგი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები