LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

149
BeFunky-collage

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებულ 9 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. დაკავებულები გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათი ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს.

ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ლაშა ფურცხვანიძეს, იგი დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი. ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ და საქმის მასალები არ გადმომცემია, მას გაუკვირდა მისი დაკავების ამბავი, დღეში სამჯერ მიდიოდა პოლიციის სამმართველოში და თუ დასაკავებელი იყო მივიდოდა და ადგილზე დააკავებდნენ, მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს სამსახურის ეზოში.

გამოძიებისთვის ჩვენება დეტალურად აქვს მიცემული და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას, თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს.

მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე: ლაშა ფურცხვანიძე

გაოგნებულია, არაფერი პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამუშაოს. თითქოს ექსპერტები აიძულა და ზეგავლენა მოახდინა, რომ ყალბი დასკვნები გაეკეთებინათ, ეს ხომ აბსურდია“, – აღნიშნა მამუკა ბლიაძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებისთვის დენის დარტყმის საქმეზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავეს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ფურცხვანიძის ადვოკატი: ბრალდება აბსურდია, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს დაკავებულთა ბრალეულობაზე. გამოძიების ინფორმაციით, მერიის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, ვაკის პარკში ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას და დოკუმენტების გაყალბებას.

„ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – „დაკავება შეთანხმებით“.. დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე – ხუხაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიის გამო დაკავებულებზე

დაკავებულები არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, მერიის კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვის+-ის” დირექტორი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი. ასევე დააკავეს “გრინსერვის+-ის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი და კიდევ ერთი კონტრაქტორის, საექსპერტო კომპანია “მშენ-ექსპერტის” დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართული იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g