LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჰოლანდიელი და უკრაინელი ექიმები ჩაერთვებიან

252
გიორგი გელხაური 1

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსებიც ჩაერთვებიან. გელხაურის ინფორმაციით, გუშინ ჩამოვიდა ექიმი ჰოლანდიიდან, ხოლო ხვალ უკრაინიდან ჩამოვა რეანიმატოლოგი და ისინი ქართველ მედიკოსებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას დააკვირდებიან.

„ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჰოლანდიიდან ექიმი ჩამოვიდა, ასევე ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, ეს არის უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია და ბევრი იცნობს. შესაბამისად, მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდეგ უკვე მისი ნახვის გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ის ყოველდღიურად სუსტდება და ექიმები მის ჯანმრთელობას მედიკამენტოზური მკურნალობით აკონტროლებენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, მისი ორჯერ გადარჩენისთვის და კონსილიუმის წევრებს, მისი ჯანმრთელობის შესახებ ობიექტური დასკვნის დაწერისთვის.

სააკაშვილის ადვოკატი: შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს ნახევრად შიმშილობს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჰოსპიტალიზაცია განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში

mazda magti 5g