LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – მირზა სუბელიანის მდგომარეობა არ არის სახარბიელო

73

მირზა სუბელიანის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მთლად ჯანსაღი შთაბეჭდილება არ დამრჩა, – ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ინტერესების დამცველმა, კახაბერ ხვისტანმა სუბელიანის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

ადვოკატმა გამოკითხვის დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ პროკურატურა გადაწყვეტს, სუბელიანი განმეორებით როდის გამოკითხონ.

„სატელეფონო ინტერვიუებისგან თავს შევიკავებ. ხვალ ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. როდის გამოკითხავენ მას განმეორებით ამას მე ვერ გეტყვით, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, მე ვალდებული ვარ მხოლოდ დაკითხვას დავესწრო”, – განაცხადა ხვისტანმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g