LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტების გაერთიანება: მგზავრებს უკვე ნაყიდ ბილეთებზე ფასები არ გაეზრდებათ

47

რამ გამოიწვია შიდა ფრენებზე ფასების მატება – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ფასების ცვლილების აუცილებლობა ნაწილობრივ ფრენებზე არსებულმა მოთხოვნამ გამოიწვია, რასაც 25 ივნისის ჩათვლით დაგეგმილ რეისებზე წინასწარ გაყიდული ბილეთების რაოდენობაც მოწმობს.

,,უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიცვლება იმ ბილეთების ფასი, რომლებიც მგზავრებს მომდევნო თვეებში დაგეგმილ ფრენებზე უკვე ნაყიდი აქვთ. მგზავრთნაკადის და რაც მთავარია, ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით, არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უკავშირდება ფრენების სიხშირის ზრდის საჭიროებას. აუცილებელია განხორციელდეს მეტი ფრენა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მიეცეს მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება ცვლილებას სიხშირეების კუთხით, ამის შესახებ შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინფორმაციას განახლებისთანავე გამოაქვეყნებს”, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, რიგ მიმართულებებზე 26 აპრილიდან ბიეთის ფასი შეიცვალა. განახლებული ფასები ასეთია:

ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 90 ლარი გახდა. ქუთაისი-მესტია-ქუთაისი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 50 ლარი. ნატახტარი-ამბროლაური -ნატახტარი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური უცვლელია, კვლავ 50 ლარი. თბილისი-ბათუმი-თბილისი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 125 ლარი.

ყველა მიმართულებაზე, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვი უფასოდ იფრენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები