LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტის სტუმრებს კაბაში ჩაცმული გოჭი უმასპინძლებს

80

სან-ფრანცისკოს აეროპორტის სტუმრებს კაბაში ჩაცმული გოჭი უმასპინძლებს. საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება ფსიქოთერაპიული დახმარების გასაწევად მიიღო. გოჭი მგზავრებს სტრესს მოუხსნის და ფრენის ფობიის დამარცხებაში დაეხმარება.

ლაქებიან გოჭუნა ლილუს ვარდისფერი კაბა და ჟილეტი, წარწერით – „მომეფერე“ –  აცვია და ის უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეგახსენებთ, რომ სან-ფრანცისკოს აეროპორტში იგივე მიზნით 20-მდე ძაღლი ჯერ კიდევ 2013 წლიდან მუშაობს. ისინი ტერმინალიდან ტერმინალზე დადიან და დაღლილ მგზავრებს ახალი ენერგიით ავსებენ.

 

https://lenta.ru/news/2016/12/06/pig/

https://www.instagram.com/p/BLpTU80DhOw/

 

https://www.instagram.com/p/BIynaOdDsW4/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები