LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აეროპორტისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია 666 ათასი ლარი დაჯდა

69

კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის (1,7 კმ.) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოძრაობა კვლავ აღდგენილია.

როგორც “ფორტუნას” კეთიმოწყობის სამსახურში განუცხადეს, სამუშაოებზე სულ 666 ათასი ლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 20 000 მ2 ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. სამუშაოები 22 თებერვალს დაიწყო და ვადაზე ადრე დასრულდა.

პროექტი თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “ჯეუ გრუპმა” განახორციელა