პარიზის აეროპორტში ერთმანეთს ორი სამგზავრო ლაინერი დაეჯახა. გამოცემა „Le Parisien“-ის ინფორმაციით, შემთხვევა შარლ-დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ავიაკომპანია Air France-ის ხომალდი A330-200, რომელიც სენ-მარტინის კუნძულზე უნდა გაფრენილიყო საფრენ ბილიკზე მოძრაობის დროს ამერიკულ Delta air lines დაეჯახა. შტატებიდან ჩამოსული ლაინერის ფრთა ფრანგულ Airbus-ს გამოედო, რამაც მგზავრები ძალიან შეაშინა. ინციდენტის შედეგად საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა. Air France-მა რეისი გადადო, თვითმფრინავი დაცალა და შესამოწმებლად გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევას ამჟამად მოქალაქეთა უსაფრთხოების სააგენტო იძიებს.