ოკუპირებულ ყირიმში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
როგორც უკრაინული მედია წერს, ადგილობრივების განცხადებით, ხანძარი გაჩნდა ელექტროსადგურზე.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდემასალაში ჩანს შავი კვამლი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი რეგიონიდან მოჩანს. კვამლი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩანს.
თვითმხილველების თქმით, აფეთქება მოხდა ჟანკოის რაიონში ელექტრო ქვესადგურში.
როგორც „ევროპული სოლიდარობის“ სახალხო დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, აფეთქებები ჟანკოის რაიონის სოფელ აზოვსკოეში მოხდა.
„მისი თქმით, რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის საცავი იწვის. უკრაინული მხარე ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელისუფლება დუმს“ – წერს უკრაინული მედია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი იწვის და ამასთან, იწვის ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი.
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში