LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

75
BeFunky-collage (2)

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ, დაურ კოვეს კორონავირუსული ინფექცია 11 იანვარს დაუდასტურდა. ინფორმაციას პირად ”Facebook” გვერდზე თავად ავრცელებს.

”დღეს, COVID 19 დამიდასტურდა. თავს კარგად ვგრძნობ. თვითიზოლაციაში ვიმყოფები. ფრთხილად იყავით. არ დაავადდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს”! – წერს დაურ კოვე.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი აფხაზეთის არ აღიარებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და დე ფაქტო პრემიერმინისტრ ალექსანდრ ანქუაბსაც დაუდგინდათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ანქუაბი მკურნალობას რუსეთში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, აფხაზეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსის 9 961 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 7 506 გამოჯანმრთელდა, ხოლო 142 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები