2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას 2025 წლის 30 მარტს გაათავისუფლებენ – მედიასაშუალება „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განაცხადა.
ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება: ოკუპირებული აფხაზეთი
როგორც რობერტ კიუტმა თქვა, „ირაკლი ბებუას ნაადრევად გაშვებას არავინ გეგმავს“.
„ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 9 წლის ვადით დაეკისრა. ჯამში, 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, ის გავათავისუფლოთ. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლებისა და იმ პირობების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, – თქვა კიუტმა.
ცნობისათვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს გალში, ე.წ. აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს, თუმცა ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.