„ახლა შემომივარდებით დიდი ალბათობით მაგრამ რადგან ვერ ვითმენ და ლანძღვასაც მიმაჩვიეთ მაინც ვიკითხავ. ქოცებს, ნაცებს, ლეიბორისტებს, კონსერვატორებს, მთავრობას, პოლიციას, ხალხს, ქართველებს, არა ქართველებს ყველას გეკითხებით, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა თუ არა? რამდენიმე საათია ველოდები, რომ წავაწყდები სადმე განცხადებას…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი წერს, რითაც გალში, სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
„როგორც აფხაზეთმა გამოაცხადა ხვალინდელი დღე გლოვის დღედ, კუთხემ, საქართველოს კუთხემ!!!!!! (აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, სამაჩაბლო) ჩვენ ქვეყანა ამ დროს რას ვშვრებით? შოვის ტრაგედია და გალის ტრაგედია ორივე გლოვის დღე არ არის ჩვენთვის? აფხაზეთში აიკრძალა ყველანაირი გასართობი გადაცემა თუ აქტივობა! ჩვენ უბრალოდ ვუსამძიმრებთ?
გთხოვთ ყველას უმორჩილესად გამეცით პასუხი, აფხაზეთი საქართველოა თუ ვაღიარეთ სხვა ქვეყანად ან რესპუბლიკად და ჩემამდე ვერ მოაღწია ჯერ ამ ინფორმაციამ? თუ დავთმეთ, აბა ომი მინდა?!“, – წერს ნინი შერმადინი.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა