LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ – ინალ არძინბა

40
1819916165_0_0_3072_1728_1920x0_80_0_0_8bd5e434d41f3e82aef27bbf48579afc

აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, მუდმივად იზრდება, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

არძინბა მიიჩნევს, რომ დონბასის „თავისუფლება“ აფხაზი მოხალისეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g