აფთები არის მტკივნეული წყლულები, რომლები შესაძლოა გაჩნდეს პირის ღრუს თითქმის ყველა წერტილში: ტუჩების შიდა მხარეს, სასაზე, ენაზე და მის გარშემო. იგი განსხვავდება ზომით, რაოდენობითა და მდებარეობით. განკურნების პერიოდი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. წყლულების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, წყლულებს პირის ღრუს ადგილობრივ ტრავმასაც უკავშირებენ: ბრეკეტები, კბილის პროთეზები. აფთოზური სტომატიტის მთავარი სიმპტომები მოიცავს წვის, ქავილის ან დასუსხვის შეგრძნებებს და ტკივილს პირის ღრუში. ხშირად ეს სიმპტომები უარესდება ლაპარაკის, ჭამისა და სმისას – განსაკუთრებით, ცხელი და ცხარე საჭმლის და მჟავე სითხეების მიღებისას. ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკი და ღეჭვა არაკომფორტულია. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ტკივილსა და წვის შეგრძნებას. ძლიერი ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 4-დან 7 დღემდე.
მცირე აფთოზური წყლულები არის აფთების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი, მრგვალი ან ოვალური ფორმის, შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუს ქვედა ზედაპირზე, ენის ქვედა მხარეს, ლოყების შიგნით და ხახაში. დიდი აფთოზური წყლულები უფრო ღრმა და უფრო დიდი ზომისაა. ჩნდება ტუჩებზე, რბილ სასასა და ხახაზე. გავლენას ახდენდეს ყლაპვასა და ჭამაზე. საჭიროებს სტომატოლოგის ან ექიმის გასინჯვას.
ჰერპეტიფორმული წყლულები ხასიათდება მცირე, ღრმა და მტკივნეული აფთებით.
ბრეკეტებს, პროთეზებს, გატეხილ კბილს, კბილების უხეშ ხეხვასა და შემთხვევით კბენასაც კი შეუძლია სტომატიტის პროვოცირება. ასევე, დაუბალანსებელ კვებას, ზოგიერთ მეტაბოლურ მდგომარეობას. ხშირი და განმეორებითი აფთოზური სტომატიტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.