გიგა მაქარაშვილის ინიციატივით დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც გაჭირვებული ადამიანებისთვის სურსათ-სანოვაგის მიტანით არის დაკავებული და ამ საქმეში უკვე უამრავი კომპანია და მოხალისე ჩართო, უფრო მეტად იკრებს ძალებს.
ახლახან სამოქალაქო აქტივისტმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ერთ-ერთი მოხუცებულია გადაღებული, ვისაც ინიციატივის ფარგლებში, დახმარება ზუკა ბერძენიშვილმა მიუტანა.
გიგა მაქარაშვილი წერს:
„არც კარანტინის დაწყების შემდეგ დაგტოვებთ მარტო.
აღარ მოგშივდება, ბერიკაცო“.
