ღალატსა და ფლირტში ბრალდებების შემდეგ, ადამ ლივაინმა აღიარებითი პოსტი გაავრცელა, სადაც მეუღლის ღალატს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ ის სხვა ქალბატონებთან ურთიერთობისას ხშირად გადადიოდა ზღვარს.
„პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ – ადამ ლივაინმა ბრალდებებზე პირველი კომენტარი გააკეთა
აღნიშნული პოსტის შემდეგ ადამი და მისი ცოლი, ბეტი პრინსლუ ერთად პირველად გამოჩნდნენ. მუსიკოსი და მისი ორსული ცოლი ქალიშვილს ასეირნებდნენ და ბედნიერადაც გამოიყურებოდნენ.
ცნობისთვის, იოგას მასწავლებლის შემდეგ, ადამი ფლირტში კიდევ ერთმა გოგონამ ამხილა. ამჯერად 21 წლის სტუდენტი აცხადებს, რომ ლივაინი მას ეფლირტავებოდა.