LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩენილია ავტომობილების დიდი კოლექცია

27

ტენესის შტატის ტერიტორიაზე სპორტული და რარიტეტული ავტომობილების უზარმაზარი კოლექცია აღმოაჩინეს, რომლიც ღია პარკინგზე ინახებოდა. ამის შესახებ ფორუმზე Reddit მომხმარებელი ნიკით pilsebbens წერს. კოლექციაში 1959 წლის Chevrolet Corvette C2 Stingray-დან მოყოლებული თანამედროვეობის Lamborghini Aventador SV-ით დამთავრებული შეიძლება ავტომობილების ნახვა.

პარკინგი დახურულ ტერიტორიას არ წარმოადგენს, როგორც ფოტოგრაფი იუწყება, პარკინგზე ჩვეულებრივად მოხვდა, თუმცა მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნიშნები, სადაც მითითებულია, რომ ტერიტორია დაცვის ქვეშ იმყოფება.

პრაქტიკულად ყველა ავტომობილი მტვრით არის დაფარული, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კადრები დადგმული არ არის. ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ავტომობილები აქ ბოლო რამენიმე წელია იმყოფებიან და ერთი მდიდარი ადამიანის სარბოლო გუნდის ნაწილს წარმოადგენენ.

უნიკალურ ეგზემპლარებს შორის ამოცნობილია Dodge Neon SRT 4, რომელიც თავდაპირველად SEMA-ს გამოფენისთვის ააწყვეს, ასევე, Chevrolet Corvette C2 Stingray და Jaguar F-Type Project 7.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები