აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე შექმნილი მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, – აღნიშნულის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.
„მოქალაქეთა საყურადღებოდ.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე შექმნილი მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
აღნიშნული ობიექტური მიზეზით გამოწვეული შეფერხების გამო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი (ე.წ. ტრაილერები) დროებით შეჩერებულია ჩუმათელეთის ტერიტორიაზე.
მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ობიექტური გარემოებით გამოწვეულ დისკომფორტს.
რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის საჭირო პირობების შექმნისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ვკითხულობთ ტექსტში.