LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის 20.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს

152
12

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ 20.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც უშუალოდ გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული დასახლებების, ისე მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი.

„მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად განაგრძობენ ქვეყნის რეგიონების გაზიფიკაციას, გაზსადენების სისტემის გამართული მუშაობა კი მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალ მილსადენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ის საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გადის და მისი მეშვეობით საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ „ლეხურა-სვენეთის“ 20.5 კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს. ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.

mazda magti 5g